შეიარაღებული თავდასხმა ზამფარაში

დაიღუპა 15 ადამიანი

984532
შეიარაღებული თავდასხმა ზამფარაში

 

დასავლეთ აფრიკულ სახელმწიფო ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა.


ზამფარას პროვინციის პოლიციის პრეს წარმომადგენელმა მუჰამედ შეჰუმ განაცხადა, რომ დაჭრილები სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში და ქვეყნის პროკურატურამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გახსნა.

მისივე თქმით, ამ თავდასხმის დროს ასეულობით მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელიც იქნა მოკლული და მისი შესაძლო განმეორების შიშით, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო.  

სხვათა შორის ამ რეგიონში მწყემსებსა და ფერმერებს შორის ხშირად ხდება ლოკალური შეტაკებები.

ბოლო ასეთი შეტაკება ზამფარაში გასულ კვირას მოხდა, რასაც 26 კაცი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები