ნიგერიაში ბოლო 4 თვეში 100-ზე მეტი ბავშვი ლიბიაში გაიტაცეს

დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ნიგერიაში ბოლო 4 თვეში ევროპაში წაყვანის დაპირებით 100-ზე მეტი ბავშვი ლიბიაში გაიტაცეს

975780
ნიგერიაში ბოლო 4 თვეში 100-ზე მეტი ბავშვი ლიბიაში გაიტაცეს

დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ნიგერიაში ბოლო 4 თვეში ევროპაში წაყვანის დაპირებით 100-ზე მეტი ბავშვი ლიბიაში გაიტაცეს.

ნიგერიის საინფორმაციო სააგენტო (NAN) ცნობით, ნიგერიის ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის ბენინის კოორდინატორმა გოდვინ ობასეკიმ განაცხადა, რომ ბავშვები ევროპაში წაყვანის დაპირებით გაიტაცეს და მათმა უმრავლესობამ არ იცოდა სად მიდიოდა.  

ობასეკიმ ოჯახებს და ბავშვებს მოუწოდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ფრთხილად იყვნენ და დასძინა: „ამის შემდეგ ყველაზე, ვინც შეგპირდებათ რომ ევროპაში წაგიყვანთ, ინფორმაცია მიწოდეთ პოლიციას. რადგანაც ისინი თქვენ მხოლოდ საჰარას უდაბნოსა და ხმელთაშუა ზღვაში წაგიყვანენ და ბოლოს კი ლიბიაში აღმოჩნდებით.“

მისივე თქმით, არალეგალური მიგრაციის გამო ათასობით ადამიანი იღუპება. ანგარიშის

თანახმად, ბოლო 6 თვეში დაახლოებით 3 ათას 400 ნიგერიელი მიგრანტი ლიბიიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ევროპაში წასვლისთვის ლიბიის გავლით საჰარას უდაბნოსა და ხმელთაშუა ზღვის გადალახვის დროს მიგრანტები ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან და უდაბნოში ან ხმელთაშუა ზღვაში იღუპებიან.  


საკვანძო სიტყვები: #ნიგერია , #ლიბია , #ტრეფიკინგი

მსგავსი ინფორმაციები