კუბაში ჩამოვარდნილი ლაინერის ერთი შავი ყუთი ნაპოვნია

ამ ავიაკატასტროფას 110 კაცი ემსხვერპლა

974850
კუბაში ჩამოვარდნილი ლაინერის ერთი შავი ყუთი ნაპოვნია

 

კუბის დედაქალაქ ჰავანის აეროპორტიდან პარასკევს, აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩამოვარდნილი ლაინერის, Boeing 737 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ერთ-ერთი შავი ყუთი ნაპოვნია

ამ ქვეყანაში გამომავალი ინტერნეტ გამოცემა Cubadebate-ს ცნობით, ჰავანის ხოსე მარტის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილი და ქალაქ ჰოლგუინში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 9 წევრთან ერთად 104 მგზავრი იმყოფებოდა, აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზებით, ჩამოვარდა და მისი ერთ-ერთი შავი ყუთი უკვე ნაპოვნია.

კუბის ტრანსპორტის მინისტრის ადელ უზგიერდის განცხადებით, ნაპოვნი პირველი ყუთი არ არის დაზარალებული, იგი კარგ მდგომარეობაშია და მალე მეორე ყუთსაც მიაგნებენ.

ქვეყნის ცენტრალური ოფიციალურ გაზეთ Granma-ს მიხედვით 113 კაციდან მხოლოდ სამია გადარჩენილი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია და მათი მკურნალობა გრძელდება.

ამ ავიაკატასტროფაში დაღუპულების სულების საპატივსაცემოთ კუბაში 2 დღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა და პროკურატურამ საქმის ძიება დაიწყო.

კუბის ქალაქ არტემისში გასულ წელს სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა და 8 ადამიანი დაიღუპა.


2010 წელს კი, სანტიაგო-ჰავანის რეისის შემსრულებელი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 68 ადამიანი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები