თალიბანებმა იერიში მიიტანეს ფარაჰის ცენტრზე

ლიკვიდირებულია 200, დაჭრილია 100 ტერორისტი

972446
თალიბანებმა იერიში მიიტანეს ფარაჰის ცენტრზე

 

ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე ფარაჰის ვილაიეთის გუბერნიის პრეს წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის არმიამ შესძლო მრავალრიცხოვანი თალიბანის მხრიდან ქალაქ ფარაჰის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის აღკვეთა და წარმოქმნილი შეტაკების დროს ლიკვიდირება გაუკეთეს 200 ტერორისტს, ხოლო 100-მდე კი დაჭრეს.

მისივე თქმით ფარაჰზე თავდასხმაში ათასამდე თალიბანი მონაწილეობდა და მათი იერიში ამჟამად მთლიანად შეჩერებულია.

“ტერორისტების თავდასხმას 30 კაცი ემსხვერპლა და მათ შორის 5 სამოქალაქო პირია“, განაცხადა  ფარაჰის ვილაიეთის გუბერნიის პრეს წარმომადგენლმა.

თვით თალიბანის განცხადებით კი ისინი ფარაჰის ცენტრის მახლობლად პოზიციებს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ და მათ თავდასხმას 60 სამართალდამცავი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები