რუსეთი შეშფოთებულია აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანით

“ამის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება“

970413
რუსეთი შეშფოთებულია აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანით

 

როგორც განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, აშშ-ის საელჩოს ტელ ავივიდან იერუსალიმში გადატანის მიმართ რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან, იგი კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას რეგიონში და ამის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.

მისივე თქმით, ამ საკითხის მიმართ თავისი დამოკიდებულების შესახებ მოსკოვმა ადრეც განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 12 მაისს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ნიკოლაი მლადენოვთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ძალიან შეშფოთებულნი არიან ისრაელ-პალესტინის მდგომარეობის გაუარესების გამო. "სიტუაცია ჩიხშია შესული და კრიზისი დღითიდღე ღრმავდება, რასაც ხელს უწყობს აშშ-ის ცნობილი გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით“, განაცხადა ლავროვმა



მსგავსი ინფორმაციები