დონალდ ტრამპსა და კიმ იონგ ინს შორის შეხვედრა 12 ივნის სინგაპურში ჩატარდება

აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ იონგ ინს შორის შეხვედრა 12 ივნის სინგაპურში ჩატარდება

968791
დონალდ ტრამპსა და კიმ იონგ ინს შორის შეხვედრა 12 ივნის სინგაპურში ჩატარდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ იონგ ინს შორის შეხვედრა 12 ივნის სინგაპურში ჩატარდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება დონალდ ტრამპმა „ტვიტერი“-თ გააკეთა რომელშიც ნათქვამია: „ჩემსა და კიმ იონგ ინს შორის შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში ჩატარდება. ორივე ჩვენგანი გამოვიჩენთ მცდელობას იმისათვის, რათა ეს შეხვედრა მსოფლიო მშვიდობისათვის ძალიან განსაკუთრებული მომენტი იყოს.“

ადრე გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ კიმთან გასამართი შეხვედრისათვის ყველაზე შესაფერისი სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებული ზონა (DMZ) იყო, გუშინ წინ კი თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ადგილს სამ დღეში გამოაცხადებდნენ და ეს DMZ არ იქნებოდა.

აშშ-ს პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის მიერ გადაცემულ 3 ამერიკელ მძევალს გუშინ ღამის საათებში დედაქალაქ ვაშინგტონში დახვდა და ან ნაბიჯის გამო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ იონგ ინს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის სახელმწიფოს მეთაური და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს 27 აპრილს, ორ ქვეყანას შორის მდებარე პანმუნჯონის დემილიტარიზებულ სოფელში შეხვდნენ. ლიდერები კორეის ნახევარკუნძულზე საბოლოო მშვიდობის დამყარებისათვის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გაწმენდის და არსებული ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო სამშვიდობო შეთახმებად გადაქცევის საკითხზე აზრთა ერთიანობას მიაღწიეს.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ჩრდილოეთ კორეა

მსგავსი ინფორმაციები