ტოკიო სამთა სამიტს მასპინძლობს

განიხილავენ აქტუალურ რეგიონალურ საკითხებს

967219
ტოკიო სამთა სამიტს მასპინძლობს

 

იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ამ ქვეყნის პრემიერის შინზო აბეს, მისი ჩინელი კოლეგის, ლი კეგიანგის და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მოონ ჯი ინის სამიტს მასპინძლობს.

განხილვის მთავარი თემა რეგიონალური განვითარება და ჩრდილოეთ კორეასთან სამშვიდობო პროცესია.

სამიტი მასპინძელმა შინზო აბემ გახსნა და თქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას მთელი რეგიონისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

შინზო აბე სტუმარ ლიდერებთან ცალ ცალკე პირისპირ შეხვედრებსაც გამართავს და ძირითად ყურადღებას რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას დაუთმობენ. 



მსგავსი ინფორმაციები