ალჟირი წყალდიდობას ებრძვის

დაიღუპა 5 კაცი

959984
ალჟირი წყალდიდობას ებრძვის

 

ალჟირის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, დედაქალაქ ალჟირის ჩრდილოეთით, 450 კილომეტრის დაშორებით მდებარე ტეარეთის პროვინციის მთებისგან წამოსულმა ნიაღვარმა და ღვარცოფმა, რაც ორ დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, ხსენებული პროვინციის მრავალ დასახლებაში წყალდიდობას შეუწყო ხელი და შედეგად, 2 ადამიანი ემსხვერპლა მას.

გარდა ამისა, მრავალი ქუჩა გადაიკეტა ამოგლეჯილი ხეებისგან და სხვა ნარჩენებისგან.

ამავე ცნობით, დედაქალაქიდან 800 კმ-ით დაშორებულ ბეიიდის პროვინციაში წარმოქმნილ წყალდიდობას კი კიდევ 3 კაცი შეეწირა.

ორივე პროვინციაში მივლინებულია პოლიციის და მაშველების დამატებითი ეკიპაჟები



მსგავსი ინფორმაციები