ზალცბურგთან 2 მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

დაშავდა 54 მგზავრი

955598
ზალცბურგთან 2 მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

 

ავსტრიის სახელმწიფო ტელევიზია ORF,-მ განაცხადა, რომ ციურიხისა და ვენეციის მხრიდან საპირისპიროდ მომავალი ორი სამგზავრო მატარებელი ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის სადგურთან მიახლოებისას ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 54 ადამიანი დაშავდა.

ციურიხის მატარებლის მემანქანემ სიუზან ფრიდმა  ORF-სთან საუბარში  განაცხადა, რომ ადამიანები დაშავდნენ ვაგონებში შეჯახების შედეგად ჩამოვარდნილი ნივთ-საგნების გამო და არც ერთი დაშავებული არ იმყოფება სიკვდილის საფრთხის ქვეშ.

ავარიის წარმომქმნელ მიზეზთან დაკავშირებით რაიმე განცხადება არ გავრცელებულა და ხელისუფლების თქმით, მას გამოძიება დაადგენს



მსგავსი ინფორმაციები