გუტიერესმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა

მან ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდა

951266
გუტიერესმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა

მოკავშირეების მხრიდან ესადის რეჟიმზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა და აღნიშნა, რომ მოვლენებს ახლოდან და ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს.

მანვე აშშ-ს, ინგლისს და საფრანგეთს მოუწოდათ, სირიაზე საჰაერო თავდასხმისას იმოქმედონ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიჩინონ გონიერება და მოერიდონ ისეთ ქმედებს რომელიც თავიდან ააცილებთ დაძაბულობის ესკალაციას.

"როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, აუცილებელია გაეროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ქმედება. გაეროს უშიშროების საბჭოს ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა. მე ვთხოვ უშიშროების საბჭოს წევრებს, გაერთიანდნენ და შეასრულონ ეს პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად მე მივმართავ ყველა წევრ სახელმწიფოს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც ჯერ ერთი დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს, ხოლო მეორეს მხრივ კიდევ უფრო გაუარესებს სირიელი ხალხის ტანჯვას“, ხაზს უსვამს გუტიერესი



მსგავსი ინფორმაციები