აშშ-ის ხელისუფლება დარწმუნდა, რომ აღმოსავლეთ გუტაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს

აშშ-ის ხელისუფლება დარწმუნდა, რომ აღმოსავლეთ გუტაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს

950790
აშშ-ის ხელისუფლება დარწმუნდა, რომ აღმოსავლეთ გუტაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს

აშშ-ის ხელისუფლება, სირიიდან მიღებული სისხლისა და შარდის ნიმუშების გამოკვლევის შედეგად დარწმუნდა, რომ აღმოსავლეთ გუტაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს და შეტევის უკან სირიის რეჟიმი დგას.

ამერიკულ არხ MSNBC-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორმა უმაღლესი რანგის უფლებამოსილმა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, სირიის საკითხზე განცხადებები გააკეთეს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ, აღმოსავლეთ გუტას რეგიონში ქიმიური შეტევის მსხვერპლთაგან აღებული სისხლისა და შარდის ნიმუშებზე ჩატარებული ანალიზებით, აღნიშნული ქიმიური შეტევის დროს ნერვული გაზის და ქლორის გამოყენების საკითხზე ზუსტი დასკვნები მიიღო. 

ამავე უფლებამოსილების თქმით, ნერვული გაზი და ქლორი თავსებადია ადრე ქიმიური შეტევის ჩამდენი სირიის რეჟიმის მიერ გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებთან. 

ამასთანავე, აშშ-ს ხელთ არსებული მონაცემებისა და რეგიონიდან და სხვა ქვეყნებიდან მიღებული სადაზვერვო ინფორმაციების მიხედვით, დუმაში ქიმიურ შეტევაზე პასუხისმგებელი ბაშარ ასადის რეჟიმია.

ადრე გაკეთებულ განცხადებებში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქიმიურ შეტევაზე პასუხისმგებელი ასადის რეჟიმია და რუსეთის ჩათვლით ყველა პასუხისმგებელი ამის საფასურს გადაიხდის.  

თეთრი სახლის პრესსპიკერის სარა სანდერსის ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მათი აზრით, აღმოსავლეთ გუტაში მომხდარი თავდასხმის უკან ასადის რეჟიმი და მისი მხარდამჭერი რუსეთი დგას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღმოსავლეთ გუტაში ოპოზიციონერების კონტროლის ქვეშ მყოფ ბოლო პუნქტზე დუმას რაიონში მშვიდობიანი ადამიანებით დასახლებულ უბნებზე 7 აპრილს მომხდარი ქიმიური შეტევის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #სირია , #ქიმიური იარაღი

მსგავსი ინფორმაციები