უნგრეთის არჩევნებში მმართველმა კოალიციამ გაიმარჯვა

Fidesz-KDNP- ის კოალიციას 133 დეპუტატი ეყოლება

947055
უნგრეთის არჩევნებში მმართველმა კოალიციამ გაიმარჯვა

 

არაოფიციალური შედეგების მიხედვით, უნგრეთში გამართულ გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს მმართველ კოალიციაში შემავალმა Fidesz/ფიდესზის, უნგრეთის მოქალაქეთა კავშირის და ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის, KDNP-ს ბლოკმა.

უკვე დათვლილია ხმების 91%-ი და მისი მიხედვით, Fidesz-KDNP- ის კოალიციამ ხმების 48% -ი მოაგროვა, რითაც 119 სავარძლიან პარლამენტში ამ ბლოკს 133 დეპუტატი ეყოლება, 19%-ის მომგროვებელ Jobbik-ს 26 დეპუტატი და 12%-ით მესამე ადგილზე გასული სოციალისტური პარტია 20 პარლამენტარით იქნება წარმოდგენილი ახალ პარლამენტში.

უნგრეთში საარჩევნო ბარიერი 5%-ია და მისი გადალახვა შესძლო ხუთმა პარტიამ და ბლოკმა



მსგავსი ინფორმაციები