ღაზაში დაძაბულობა არ ცხრება

30 მარტის აქეთ 31 პალესტინელი დაიღუპა

946314
ღაზაში დაძაბულობა არ ცხრება

 

30 მარტის აქეთ ღაზაში დაწყებული ისრაელის საწინააღმდეგო გამოსვლები გრძელდება. ისრაელის პოლიცია მათ დაშლას გადამეტებული ძალის გამოყენებით ცდილობს და შედეგად, დაღუპულთა რაოდენობამ 31 კაცს მიაღწია.

გუშინდელი აქციის დროს კიდევ 2 პალესტინელი, 30 წლის საირ მუჰამმედ რაბია და მისი წლოვანების ჟურნალისტი, დაჭრილი იასერ მურტეჯა დაიღუპნენ, ხოლო მესამე დაღუპული კი 31 მარტის გამოსვლების დროს დაჭრილი უსამე ქადიჰი იყო და სამივეს დაკრძალვის ცერემონია პარასკევის ლოცვის შემდეგ გაიმართა რა, ისინიც ანტი ისრაელურ გამოსვლებში გადაიზარდა.

სხვათა შორის დაღუპულ ჟურნალისტს ტყვია გაუმტარი ჟილეტი ეცვა, რომელსაც პრესა ეწერა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას მაინც ესროლეს ებრაელმა ძალოვანებმა.

დაჭრილთა საერთო რაოდენობამ 1350 კაცს მიაღწია და მათგან 35-ის მდგომარეობა მძიმეა.

პალესტინელები 30 მარტს “მიწის დღედ“ აღნიშნავენ და ამით აპროტესტებენ ტელ ავივის მხრიდან 1976 წლის 30 მარტს ისრაელის მოქალაქე პალესტინელთა მიწების ჩამორთმევას.

მიმდინარე წლის 30 მარტსაც დაიწყო მშვიდობიანი მასობრივი გამოსვლები, რომლის დაშლის დროსაც ისრაელის ჯარისკაცები ნამდვილ ტყვიებს იყენებენ და ამ ერთი კვირის განმავლობაში უკვე 31 პალესტინელი დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები