მედრესეზე საჰაერო თავდასხმას 100-მდე კაცი ემსხვერპლა

მოკლულებს შორის მაღალჩინოსანი თალიბანებიც არიან

943074
მედრესეზე საჰაერო თავდასხმას 100-მდე კაცი ემსხვერპლა

 

როგორც განაცხადა ავღანეთის კუნდუზის პროვინციაში მდებარე დაშტი არჩის გამგებელმა ნასრუდდინ სადიმ, გუშინ, ამ ქვეყნის საჰაერო ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავების მიერ ამ რაიონში მოქმედი მედრესეს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100 კაცამდე გაიზარდა და მათ შორის უმრავლესობას სამოქალაქო პირები წარმოადგენენ. მისივე ცნობით 50-მდე დაჭრილს შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან. “მედრესეში მუფტების გამოსაშვები ცერემონიალი მიმდინარეობდა და მას თალიბანის ლიდერები და წევრებიც ესწრებოდნენ რა, დაბომბვაც სწორედ ამ დროს მოხდა და ამიტომ მოკლულებს შორის მაღალჩინოსანი თალიბანებიც არიან“, განაცხადა ნასრუდდინ სადიმ



მსგავსი ინფორმაციები