FBI-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე გაათავისუფლეს

იგი ხვალ პენსიაზე გადიოდა

931794
FBI-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე გაათავისუფლეს

 

აშშ-ს იუსტიციის მინისტრმა ჯეფ სესიონმა, გუშინ, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის ყოფილი მოადგილე ენდრიუ მაკკაბეი, პენსიაზე გასვლამდე 2 დღით ადრე თანამდებობიდან გააძევა.

მინისტრის განცხადებით, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაკკაბეიმ გაწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობები ამ ორგანიზაციასთან და ეს გადაწყვეტილება გამოიტანეს შიდა გამოძიების შედეგად.

მაკკაბე 2016 წელში, არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხის გამოძიების ფარგლებში დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საქმეს იძიებდა და იგი არაერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ყოფილი FBI- ის დირექტორის მოადგილე მაკკაბე, რომელმაც 29 იანვარს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა, ხვალ პენსიაზე უნდა გასულიყო და ახლა, მისი გაგდებით, ზოგიერთი საპენსიო უფლებით ვეღარ ისარგებლებს.

როგორც ცნობილია, გასული წლის 9 მაისს FBI-ის დირექტორი ჯეიმს გომეი ტრამპმა გაათავისუფლა



მსგავსი ინფორმაციები