მიანმარის მთავრობა როჰინჯიელ მუსლიმანებს უკან დაბრუნების ნებას არ აძლევს

მიანმარის მთავრობა როჰინჯიელ მუსლიმანებს უკან დაბრუნების ნებას არ აძლევს

930712
მიანმარის მთავრობა როჰინჯიელ მუსლიმანებს უკან დაბრუნების ნებას არ აძლევს

მიანმარის და ბანგლადეშის მთავრობებს შრის გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში,  ბანგლადეშის მთავრობამ მიანმარის მხარეს  საკუთარ სამშობლოში დაბრუნების მსურველი 8000-ზე მეტი  როჰინჯიელ მუსლიმანის სია გადასცა, მაგრამ მიანმარის მხარემ მათგან მხოლოდ 374-ის დაბრუნების ნებართვა გასცა. არაკანში,  1970-იან წლების მონაცემებით დაახლოებით ორ მილიონამდე მუსლიმანი ცხოვრობდა, მაგრამ მიანმარის მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემატიური ზეწოლის საფუძველზე მასშტაბური იძულებითი მიგრაცია განხორციელდა, რის საფუძველზეც დღეისათვის სავარაუდოდ,  არაკანში 300 ათასი მუსლიმანი ცხოვრობს. მეორეს მხრივ გაეროს მონაცემებით 2017 წლის 20 აგვისტოს მიანმარის მთავრობის მიერ განხორციელებული ძალადობის საფუძველზე,  ბანგლადეშში გადასულ,  როჰინჯიელთა რიცხვმა 700 ათასს გადააჭარბა.



მსგავსი ინფორმაციები