ტილერსონმა ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა

ტრამპის მიერ თანამდებობიდან გადაყენებულ საგარეო საქმეთა მინისტრს რექს ტილერსონს მოვალეობის შესრულების ვადა 31 მარტს ამოეწურება

929342
ტილერსონმა ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა

აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობიდან გადაყენებულ საგარეო საქმეთა მინისტრს რექს ტილერსონს მოვალეობის შესრულების ვადა 31 მარტს ამოეწურება.

ტილერსონმა ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა.

ტილერსონის განცხადებით, პრეზიდენტმა ტრამპმა მას გუშინ მაშინ დაურეკა, როდესაც Air Force-ის თვითმფრინავით კალიფორნიაში მიემგზავრებოდა.

მინისტრმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და დასძინა: „სამინსიტროში მომუშავე ჩემს თანამშრომლებს გამოვემშვიდობები, ყველამ დავიფიცეთ რომ ჩვენს საქმეს სწორად გავაკეთებდით. მე ფიცი არ დამირღვევია. ჩვენ აშშ-ის არმია გვიცავს. ამერიკელები მათი მადლიერები ვართ. სირიაში ცეცხლის შეწყვეტა მოვახდინეთ და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ.“

ტილერსონმა განაცხადა, რომ დღეს მოვალეობას მინისტრის მოადგილეს ჯონ სალივენს გადააბარებს და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნული ჯონ პომპეოსთვის გარდამავალი პროცესისათვის მუშაობას დაიწყებენ.  

პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტილერსონი თანამდებობიდან გადააყანა და მის მაგიერ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს მაიკ პომპეოს დანიშნავს.

ტრამპმა მოგვიანებით Air Force-ს თვითმფრინავით კალიფორნიაში გამგზავრებამდე თეთრ სახლში პრესის წარმომადგენლებთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტილერსონთან ზოგიერთ საკითხზე პრობლემები ჰქონდათ.



მსგავსი ინფორმაციები