ავიაკატასტროფა ნეპალში

ავიაკატასტროფა ნეპალში

927800
ავიაკატასტროფა ნეპალში

ბანგლადეშის კერძო ავიაკომპანია US-Bangla-ს კუთვნილი  სამგზავრო თვითმფრინავი ნეპალის დედაქალქ, კატმანდუში   ჩამოვარდა, შედეგად კი წინასწარი მონაცემებით 49 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.  სააგენტო „Kathmandu Post“-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელშიც 67  მგზავრი და 4 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა,  ტრიბჰუვანას საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა. აეროპორტის ხელმძღვანელობის ინფორმაციით თვითმფრინავის მგზავრებიდან  32 ბანგლადეშის, 33 ნეპალის, ერთი ჩინეთის  და ერთი მალდივის რესპუბლიკის მოქალაქეები იყვნენ. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.



მსგავსი ინფორმაციები