სატვირთო თვითმფრინავიდან 5 მილიონი დოლარი გაიტაცეს

გამტაცებლების ჯგუფი 5 კაცისგან იყო შემდგარი

924029
სატვირთო თვითმფრინავიდან 5 მილიონი დოლარი გაიტაცეს

 

შეიარაღებულმა პირებმა, ბრაზილიის ქალაქ სან პაულოს ვირაკოპოსის აეროპორტიდან შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმავალი სატვირთო თვითმფრინავიდან 5 მილიონი დოლარი გაიტაცეს.

ფედერალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ  სულ ცოტა ხუთმა შეიარაღებულმა პირმა აეროპორტში დაცვის ავტომანქანის მსგავსი ავტომანქანით შეაღწია, შემდეგ სატვირთო განყოფილებაში შევიდნენ, სადაც გაანეიტრალეს დაცვის თანამშრომლები და ასე დააყაჩაღეს თვითმფრინავიდან 5 მილიონი დოლარით სავსე ტომრები.

ვირაკოპოსის აეროპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ ინციდენტის დროს არავინ არ დაშავებულა.

ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები