სააკაშვილის მხარდამჭერები არ ისვენებენ

მათსა და პოლიციას შორის შეტაკება წარმოიშვა

919446
სააკაშვილის მხარდამჭერები არ ისვენებენ

 

უკრაინიდან პოლონეთში დეპორტირებული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და უკრაინის უშიშროების ძალებს შორის კიევში, პარლამენტის წინ მომხდარი არეულობების დროს 13 პოლიციელი დაიჭრა.

ინციდენტი მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც სააკაშვილის პარტიის, “ახალი ძალების მოძრაობა“, წევრების მიერ საბურავების დაწვის მცდელობას პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია.

მალე ეს არეულობა ჩხუბში გადაიზარდა და მხარეები ერთმანეთს ქვებით და ხელკეტებით დაერივნენ რა, 13 პოლიციელი დაიჭრა, 9 აქციის მონაწილე კი დააკავეს.

დეპორტირებულ სააკაშვილს 2021 წლამდე უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს



მსგავსი ინფორმაციები