ინდონეზიაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ინდონეზიის ბრებესის რეგიონში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

918056
ინდონეზიაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ინდონეზიის ბრებესის რეგიონში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს პრესსპიკერის სუტოპო პურვო ნუგროჰოს განცხადებით, ცენტრალური ჯავას ბრებესის რეგიონში პარასკევს ბრინჯის ყანაში სოფლის მეურნეობის მუშაკების მუშაობის დროს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

მისივე განცხადებით, რეგიონში დაკარგული 7 ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და დაკარგულთა სიაში შეცდომით მიმატებული 4 ადამიანი თავს კარგად გრძნობს.

კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონში რელიეფის სირთულის გამო სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ძნელად ტარდება.

ამავდროულად, ბრებესის კატასტროფების შემცირების განყოფილებამ მეწყერის რისკის გამო დაახლოებით 700 ადამიანის რეგიონიდან ევაკუაცია განახორციელა და სავარაუდო მეწყერის დროს სწრაფი რეაგირებისათვის რეგიონში 14 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.   

 


საკვანძო სიტყვები: #ინდონეზია , #მეწყერი

მსგავსი ინფორმაციები