აშშ-ი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას
ამის შესახებ ნაუერტმა განაცხადა
აშშ-ი კიდევ ერთხელ გამოხატავს უკრაინისადმი მხარდაჭერას.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა ჰეტერ ნაუერტმა, უკრაინის რევოლუციის საპატიო მეოთხე წელთან, ე.ი. უკრაინელების მხრიდან ოთხი წლის წინ ევროპაში გაწევრიანების არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ რუსული თავდასხმების გამო აშშ-ი კვლავაც უკრაინის გვერდით იდგება.
“ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით უკრაინელებმა 4 წლის წინ კიევის მაიდანზე გამოსვლით საბოლოო არჩევანი გააკეთეს, რომლის შედეგადაც რუსული აგრესია დაიმსახურეს და წარმოქმნილ შეტაკებას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, 1,6 მილიონზე მეტმა კაცმა კი საკუთარი კერები დატოვეს და ლტოლვილებად გადაიქცნენ, მაგრამ, რა სამწუხაროა, რომ რუსეთის თავდასხმები არ შეჩერებულა და კვლავ გრძელდება, ამიტომაც ამერიკა კვლავაც უკრაინის გვერდით იდგება“, აღნიშნულია ნაუერტის წერილობით განცხადებაში
მსგავსი ინფორმაციები
რა გავლენა იქონია ისრაელ-ჰამას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ანკარამ?
რა გავლენა იქონია ისრაელ-ჰამას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ანკარამ?
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო პერიოდი დღეს ოფიციალურად იწყება
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო პერიოდი დღეს ოფიციალურად იწყება