მერკელმა თურქი კოლეგა მიიღო

“ანკარა აფრინში ოპერაციებს ტერორისტების სრულ განადგურებამდის გააგრძელებს“

911735
მერკელმა თურქი კოლეგა მიიღო

 

გერმანიაში ჩასულ თურქ პრემიერ ბინალი ილდირიმს პირისპირი შეხვედრა მოუწყო მისმა გერმანელმა კოლეგამ ანგელა მერკელმა, რის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს და კმაყოფილება გამოთქვეს ამ შეხვედრის მიმართ.

ილდირმის თქმით გერმანიაში მცხოვრები 3 მილიონი თურქი ეროვნების მოქალაქე ხიდის როლს ასრულებს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებში, რომელიც სამწუხაროდ ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ცოტა გაცივდა და ამ შეხვედრით შეეცდებიან ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნონ ეს ურთიერთობები.

თურქი პრემიერი შეეხო რა ანკარის მხრიდან რეგიონში წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლას, თქვა, რომ ამით მარტო თავიანთი საზღვრების და მოსახლეობის უსაფრთხოებას კი არ იცავენ, არამედ ევროპისა და ნატოსიც.

“გარდა ევროპის უსაფრთხოებისა, ჩვენ ერაყელი და სირიელი ლტოლვილების ევროპაში შეჭრასაც ვეწინააღმდეგებით, რადგან, აქ ვიფარებთ 3,5 მილიონ ლტოლვილს, თანაც საკუთარი სახსრებით, რადგან, ევროკავშირმა დაპირებული ფინასური დახმარება არ აღმოგვიჩინა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ტერორისგან ვიცავთ არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელს ევროპას. ამჟამად მერკელთან ერთობლივად ვმუშაობთ სირიელი ბავშვების განათლების და ჯანდაცვის პირობების გასაუმჯობესებლად, რის შესახებაც უკვე შესაბამისი დადგენილება მივიღეთ. ასე რომ, ზოგიერთი უთანხმოებების მიუხედავად, გერმანიასთან კეთილ ურთიერთობებს ვაგრძელებთ“, აღნიშნა ილდირიმმა.

ანტიტერორისტულ ბრძოლაზე საუბრისას მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ PKK -ა ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენს, ხოლო ჩრდილოეთ სირიაში მოქმედი PYD/YPG-ე მის სირიულ განშტოებას და ამიტომ ისიც ტერორისტული ორგანიზაცია არის.

“მაგრამ, სამწუხაროდ არც აშშ-ი, არც ინგლისი და არც სხვა დასავლური სახელმწიფო რატომღაც PYD/YPG-ს ტერორისტულად არ აღიარებენ, როცა პკკ-ას ტერორისტულად მიიჩნევენ. ჩვენ კი გვინდა, რომ ამ ანტიტერორისტულ ბრძოლაში ჩვენი მეგობარი, მოკავშირე და პარტნიორი დასავლეთი ჩვენს გვერდზე იდგეს და არა ერთი მუჭა ტერორისტების“, ხაზგასმით განაცხადა თურქმა პრემიერმა და დაამატა, რომ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებულ ოპერაციებს ქურთი, დეაშელი და სხვა ტერორისტების სრულ განადგურებამდის გააგრძელებენ.

მერკელმა კი განაცხადა, რომ დრო და დრო ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილი უთანხმოებების აღმოსაფხვრელად დიდ მცდელობებს იჩენენ და მხარს უჭერენ ანკარის მხრიდან წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლას.

მისივე თქმით თურქ კოლეგასთან განიხილეს ასევე თურქეთში დაკავებული და დაპატიმრებული გერმანელი მოქალაქეების განთავისუფლების საკითხი, რომლებსაც ბრალი ედებათ პოლიტიკურ დანაშაულში.

მანვე პირობა მისცა ილდირიმს, რომ სირიელი ლტოლვილების შენახვის მიზნით დაპირებული 3 მილიარდი ევროს თურქეთისათვის გადაცემის მიზნით მოელაპარაკება ევროკავშირის ლიდერებს



მსგავსი ინფორმაციები