13 თებერვალი ბავშვი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

10 ათასობით ბავშვი იბრძვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში

909659
13 თებერვალი ბავშვი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

 

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტის საკითხებში ვირჯინია გამბამ, "ბავშვი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს"-თან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კონფლიქტურ ტერიტორიებზე ათი ათასობით ბიჭები და გოგონები არიან გატაცებულნი, რომლებსაც მეომრებად იყენებენ და მათგან გასულ წელს, მსოფლიოს ოცამდე კონფლიქტურ ზონაში 5 ათასამდე ბავშვი გაათავისუფლეს, დანარჩენები კი კვლავ რჩებიან ბრძოლის ველებზე. ამავე განცხადებით, ეს ბავშვები ფრონტებზე “აუტანელი და შემაძრწუნებელი ზეწოლისა და ძალადობის“ პირისპირ რჩებიან, რაც ძალიან სერიოზულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას იწვევს ბავშვებში. “იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ბავშვებს მეომრებად ყველაზე მეტად იყენებენ, არის ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ერაყი, მიანმარი, ნიგერია, სომალია, სამხრეთ სუდანი, სირია და იემენი“, აღნიშნულია გამბას წერილობით განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები