აშშ ისრაელ-სირიის საზღვართან მომხდარი ინციდენტის გამო განცხადებას ავრცელებს

აშშ ისრაელ-სირიის საზღვართან მომხდარი ინციდენტის გამო განცხადებას ავრცელებს

908164
აშშ ისრაელ-სირიის საზღვართან მომხდარი ინციდენტის გამო განცხადებას ავრცელებს

აშშ-მა,  ისრაელ-სირიის საზღვართან მომხდარი ინციდენტის  გამო განცხადება გაავრცელა. სირიის მხრიდან ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მხარეებს შორის გაკეთებულ განცხადებას, აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და  ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა. „რეგიონში არსებული დაძაბულობის გამო შეშფოთებული ვართ. ისრაელის სუვერენიტეტს და საკუთარი დაცვის უფლებას ყოველმხრივ მხარს ვუჭერთ,“ ნათქვამია აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მეორეს მხრივ ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაძაბულობის პასუხისმგებლობა ირანს დააბრალა. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და მას მოუწოდა, რომ რეგიონში ახალი კონფლიქტის ზონების შექმნის გამომწვევი ქმედებებისგან თავი შეიკავონ.  



მსგავსი ინფორმაციები