ნავთობის ტანკერი და 22 ეკიპაჟის წევრი გაუჩინარდა

ტანკერის, მეკობრეების მხრიდან გატაცების შესაძლებლობაზე მახვილდება ყურადღება

903962
ნავთობის ტანკერი და 22 ეკიპაჟის წევრი გაუჩინარდა

ინდოეთში ერთ-ერთი კერძო კომპანიის ნავთობის ტანკერი და 22 ეკიპაჟის წევრი გაუჩინარდა. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუშმა სვარაჯი, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში იტყობინება, რომ ქალაქ მუმბაის   „მარინე ექსპრესი“-ს სახელწოდების კომპანიის,  ნავთობით დატვირთული ტანკერი ეკიპაჟის წევრებთან ერთად, გვინეის ყურეში გაუჩინარდა. სავარაჯი გავრცელებულ მესიჯში ასევე იუწყება, რომ გემის 22 კაციან ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარებისათვის,  ნიგერიასა და ბენინის საზღვაო ძალებს უკვე მიმართს. საკითხთან დაკავშირებით კომპანიის ოფიციალური პირებიც ავრცელებენ განცხადებას და იუწყებიან, რომ 13 ათას 500 ტონიანი ნავთობის ტანკერთან 31 იანვრიდან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. ტანკერის, მეკობრეების მხრიდან გატაცების შესაძლებლობაზე მახვილდება ყურადღება.



მსგავსი ინფორმაციები