თოვლი საჰარას უდაბნოში

კვირას დილით უდაბნო თეთრ სამოსელში გაეხვია

884799
თოვლი საჰარას უდაბნოში

 

ალჟირის ჩრდილოეთში მდებარე საჰარას უდაბნოში,  რომელიც ცნობილია როგორც მსოფლიოს ყველაზე უკაცრიელი და ცხელი უდაბნო, თოვლი მოვიდა და მისმა სისქემ 40 სანტიმეტრს მიაღწია. ალჟირულ გაზეთ TSA-ს ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ აინ სეფრას მახლობლად კვირას დილით ითოვა და მთელი უდაბნო თეთრ სამოსელში გაეხვია, თუმცა იმავე დღეს, 40 სმ-ის სისქის თოვლი მალე დადნა. სხვათა შორის ამ ადგილებში გასულ წელსაც კარგად ითოვა



მსგავსი ინფორმაციები