ირანმა ამერიკა გაეროში გაასაჩივრა

ირანმა ამერიკა გაეროში გაასაჩივრა

881382
ირანმა  ამერიკა გაეროში გაასაჩივრა

ირანმა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით შიდა საქმეებში ჩარების ბრალდებით, აშშ-ი გაეროში გაასაჩივრა. ამის შესახებ გაერო-ში ირანის  მუდმივი წარმომადგენელმა, გჰოლამალი ქოშრომ გაეროს გენერალურ მდივან, ანტონიო გუტიერეს და გაეროს უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერია: „აშშ-ს მთავრობა თითქოს და აქციის მონაწილეებზე მხარდაჭერის მიზნით ქვეყნის შიდა საკითხებში ერევა. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცეპრემიერი, მაიკ პენსი გავრცელებული უაზრო მესიჯებით ირანელების პროვოკაციას ცდილობს.“  მან ასევე გაეროს მოუწოდა, აშშ-ის მთავრობა ირანთან მიმართებაში საერთაშირისო სამართლის დარღვევის გამო დაგმოს. გუშინ ტრამპმა, ირანში მიმდინარე აქციების შესახებ ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა:  „პატივისცემა ირანელ ხალხს, რომლებიც კორუმპირებულ მთავრობაზე  უარს ამბობენ. ისინი  აშშ-სგან დიდ დახმარებას მიიღებთ შესაბამის დროს.“ ირანში 2017 წლის  28 დეკემბერს უმუშევრობის და პროდუქტების გაძვირების გასაპროტესტებლად  დაწყებული აქციები მალე მრავალ ქალაქში გავრცელდა და  ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა. აქციების დაწყებიდან დღემდე 24 ადამიანი დაიღუპა ათასზე მეტი აქციის მონაწილე დაკავებულ იქნა. მეორეს მხრივ გუშინ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, გენერალმა მოჰამმედ ალი ჯაფერიმ სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ანტისამთავრობო აქციები დასრულდა. მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი დაადანაშაულა.



მსგავსი ინფორმაციები