უკრაინა ამერიკისგან ლეტალურ იარაღს მიიღებს
ტრამპის ადმინისტრაციამ იარაღის მიწოდების გეგმა დაამტკიცა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს აშშ-სგან ლეტალურ (სასიკვდილო) თავდაცვითი იარაღს მიიღებენ.
ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი, მაღალჩინოსან ბიუროკრატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის Javelin-ის ტიპის ანტი-სატანკო რაკეტების და სხვა ლეტალური იარაღის მიწოდების გეგმა დაამტკიცა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს წარმომადგენელმა ჰეტერ ნაურეტმაც განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით ვაშინგტონის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას სამხედრო იარაღი მიაწოდონ
მსგავსი ინფორმაციები
ინგლისი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს
ინგლისი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს
ტრამპი ამბობს, რომ „ისრაელი განადგურდება“ თუ ჰარისი პრეზიდენტი გახდება
ტრამპი ამბობს, რომ „ისრაელი განადგურდება“ თუ ჰარისი პრეზიდენტი გახდება