მაკრონი ტელეფონით დაუკავშირდა რუჰანის

განიხილეს ირანში მიმდინარე მოვლენები

881069
მაკრონი ტელეფონით დაუკავშირდა რუჰანის

 

ელისეის სასახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით დაუკავშირდა თავის ირანელ კოლეგა ჰასან რუჰანის და განიხილეს რა ირანში მიმდინარე არეულობები, მაკრონმა შეშფოტება გამოთქვა დაღუპულების გამო და სიმშვიდისკენ და გონიერებისკენ მოუწოდა ყველა მხარეს.

ლიდერებმა აღნიშნეს, რომ  პატივისცემით უნდა მიუდგნენ ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლებას და დემონსტრაციების გამართვის უფლებას.

“მაკრონიმ და რუჰანიმ ირანის ბირთვული საკითხიც განიხილეს და მხარი დაუჭირეს ირან-დასავლეთს შორის ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას“, აღნიშნულია ელისეის სასახლიდან გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან ივეს ლე დრიანის ამ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი თეირანში გაურკვეველი ვადით გადაიდო



მსგავსი ინფორმაციები