ინდოეთმა კონტრაქტი გააუქმა ისრაელთან

ინდოეთმა, ისრაელის რაფაელის თავდაცვის კომპანიასთან გარიგებული, იარაღის კონტრაქტი გააუქმა

880626
ინდოეთმა კონტრაქტი გააუქმა ისრაელთან

ინდოეთმა, ისრაელის რაფაელის თავდაცვის კომპანიასთან გარიგებული, 500 მილიონი დოლარის იარაღის კონტრაქტი გააუქმა.

ისრაელური გაზეთის „იედიოთ აჰრონოთ“-ის ინფორმაციით, ინდოეთმა, ადრე ხელმოწერილი ხსენებული კონტრაქტის გაუქმების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება გადასცა ისრაელს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საყურადღებოა კონტრაქტის გაუქმება, მიმდინარე თვის შუა რიცხვებში, ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნათანიაჰუს ინდოეთში გათვალისწინებული 4 დღიანი ოფიციალური ვიზიტის წინ.

რაფაელის თავდაცვის კომპანიის ნაწარმი რაკეტების გამოყენება უნდა მომხდარიყო ინდოეთის პირველ ავიო გადამყვანებში, რომლის წარმოებაც ხდება.

ისრაელი, უკანასკნელ ხანებში, მნიშვნელოვან სახელმწიფოდ გარდაიქმნა ინდოეთისთვის იარაღის მიწოდებაში. ორ სახელმწიფოს შორის მილიონობით დოლარის შეთანხმებებს მოეწერა ხელი. აპრილში ინდოეთსა და ისრაელს შორის გაფორმდა მილიონობით დოლარის სამხედრო ხელშეკრულება საშუალო რადიუსის სადესანტო რაკეტების, რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უზრუნველსაყოფად.



მსგავსი ინფორმაციები