თეთრი სახლი ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

თეთრი სახლი ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

879372
თეთრი სახლი ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

აშშ-ს მთავრობა, ირანში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ირანის ხალხის ნებას, გამოხატონ თავიანთი უფლებები.“ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ირანში მიმდინარე აქციების შესახებ წერილობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ირანის ხალხის ნებას, გამოხატონ თავიანთი უფლება. მათ აქვთ იმის უფლება, რომ მათი ხმა ყველას მიაწვდინონ. მხარეებს მოვუწოდებთ საკუთარი უფლებების გამოხატვის დროს ყოველგვარი ძალადობისგან თავი შეიკავონ.“ ირანში მიმდინარე მოვლენებს ორი დღის წინ პრეზიდენტი, ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა: „რეჟიმის კორუფციის  და ქვეყნის შემოსავალი საზღვარგარეთ ტერორიზმის მხარდაჭერის მიზნით გამომყენებელი მთავრობის გასაპროტესტებლად მოსახლეობის აქციების შესახებ ინფორმაციებს ვღებულობთ. ირანის მთავრობა ვალდებულია საკუთარი ხალხის უფლებებს პატივის სცეს. მსოფლიო აკვირდება ირანში განვითარებულ მოვლენებს.“



მსგავსი ინფორმაციები