საფრანგეთმა სირიიდან 2 გამანადგურებელი გაიყვანა

ისინი დეაშის წინააღმდეგ ოპერაციებს ასრულებდნენ

878767
საფრანგეთმა სირიიდან 2 გამანადგურებელი გაიყვანა

 

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენცი პარლემ, სოციალურ ქსელით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის ფარგლებში,  Rafale-ს ტიპის 2 საბრძოლო თვითმფრინავი უკან, საფრანგეთში გაიძახეს, რადგან, დაეში უკვე ფაქტიურად დამარცხდა და ძალა დაკარგა რა, ადრინდელივით დიდი ძალები არ სჭირდება მასთან ბრძოლას.

როგორც ცნობილია დეაშმა 2015 წლის 17 ნოემბერს ტერორისტული თავდასხმა განახორციელა პარიზში, რასაც 130 ადამიანი ემსხვერპლა და მას შემდეგ იგი რაფალეს ტიპის 24 გამანადგურებლით შეუერთდა სირიაში დეაშის წინააღმდეგ წარმოებულ ანტიტერორისტულ ოპერაციებს და ეს გამანადგურებლები განლაგებულნი იყვნენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში მცურავ  შარლ დე გოლის სახელობის ფრანგულ ავიამზიდზე, თუმცა ეს ავიამზიდი გასული წლის დეკემბერში საფრანგეთში იქნა გაწვეული.

ფრანგმა სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე ერაყის ქალაქ მოსულის განთავისუფლების ოპერაციაშიც



მსგავსი ინფორმაციები