ალექსეი ნავალნი მოსახლეობას ბოიკოტისკენ მოუწოდებს

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართბა

877487
ალექსეი ნავალნი მოსახლეობას ბოიკოტისკენ მოუწოდებს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „ანტიკორუფციული ფონდი“-ს დამფუძვნებელი,  ალექსეი ნავალნი მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ნავალნიმ Youtube-ს მეშვეობით გავრცელებულ მიმართვაში, მოსახლეობას  მომავალი წლის 18 მარტს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს. მისი თქმით არჩევნებში ხმის მიცემას აზრი არა აქვს. „კრემლის ერთადერთი მიზანი, არჩევნებში მაღალი აქტივობის დაფიქსირებაა. ამიტომ მოახლოებულ არჩევნებში ხმის მიცემას აზრი არა აქვს. ერთადერთი გამოსავალი კი ისაა, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოთ. სწორედ ამ თვალსაზრისით, მომავალი წლის 28 იანვრისთვის მოსახლეობას მასობრივი აქციებისკენ მოუწოდებ,“ ნათქვამია ნავალნის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.



მსგავსი ინფორმაციები