ლავროვ-ტილერსონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ლავროვ-ტილერსონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

876513
ლავროვ-ტილერსონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგა, რექს ტილერსონს ტელეფონით ესაუბრა.  საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენები, სოჭში გასამართი  „სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესი“ და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იქნა განხილული. ლავროვ-ტილერსონს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „საუბრის დროს, გაეროს უშიშროების საბჭოს 2254 რეზოლუციის შესაბამისად, სირიაში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად, სოჭში გასამართი ეროვნული დიალოგის კონგრესის ძირითადი მიზანი, სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციონერებს შორის ყოველგვარი წინაპირობის წამოყენების გარეშე, ჟენევაში პირდაპირ  მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოწოდება იქნება.“   მინისტრებმა  ასევე შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედება გაეროს რეზოლუციას ეწინააღმდეგება. ლავროვმა ტილერსონს ასევე განუცხადა, რომ ამერიკის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის მიმართ მკაცრი განცხადებები და რეგიონისათვის მიმართული სამხედრო მზადება მათთვის მიუღებელია.



მსგავსი ინფორმაციები