სააკაშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში უჩივლებს

876217
სააკაშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართავს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს (SBU) ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში უჩივლებს.

სააკაშვილმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ, სადაც დაკითხვაზე დაიბარეს, ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.  

მისი თქმით, მისი დაკითხვაზე დაბარება უკრაინის კანონებს ეწინააღმდეგება და ჩვენებას არ მისცემს.

სააკაშვილმა დასძინა, რომ დაკავების პერიოდში იგი უკრაინის დაზვერვამ გაიტაცა და „ესბეუს“ სასამართლოში უჩივლებს.

„ამასთანავე ჩემი გატაცების გამო ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მივმართავ და კომპენსაციას მოვითხოვ“-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი სააკაშვილი 5 დეკემბერს „ესბეუმ“ უკრაინის დედაქალაქ კიევში მის საცხოვრებელ სახლში დააკავა და მცირე ხნის შემდეგ იგი მომხრეებმა გაათავისუფლეს.

რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დაკავებული სააკაშვილი დანაშაულებრივი დაჯგუფებების დახმარებისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა.

სასამართლომ პროკურატურის შინა პატიმრობის თაობაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სააკაშვილი გაათავისუფლა.   



მსგავსი ინფორმაციები