პუტინს აშშ-ს ახალი სტრატეგია არ მოეწონა

“იგი აგრესიულ ხასიათს ატარებს“

873997
პუტინს აშშ-ს ახალი სტრატეგია არ მოეწონა

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან გამოქვეყნებული ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია "აგრესიულს" წარმოადგენს. ამის შესახებ მან მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა. "ნატოც და ამერიკაც, სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ევროპაში, განაგრძობენ. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. თუ ამას დიპლომატიური ენით მოკლედ შევაფასებთ, ეს უდავოდ თავდასხმით ხასიათს ატარებს, ხოლო სამხედრო ენით იგი აგრესიულ ხასიათს ატარებს.



მსგავსი ინფორმაციები