ისრაელში „სირცხვილის მსვლელობის“ სახელით გასულ კვირაში სამი აქცია გაიმართა

ისრაელში, კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში პოლიციისათვის შვიდჯერ ჩვენების მიმცემი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები გრძელდება

870866
ისრაელში „სირცხვილის მსვლელობის“ სახელით გასულ კვირაში სამი აქცია გაიმართა

ისრაელში, კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში პოლიციისათვის შვიდჯერ ჩვენების მიმცემი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები გრძელდება.

ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო გამოსვლა ქვეყანაში გუშინაც გაიმართა და მასში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

თელ-ავივის როტშილდის ბულვარში შეკრებილმა დემონსტრანტებმა ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო შეძახილებით მსვლელობა ჰაბიმას მოედნამდე მოაწყვეს.

აქციაში მონაწილეებმა მწვავე რეაქცია გამოხატეს კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც პოლიციას უმაღლესი რანგის მოხელეების მიმართ გამოძიების დაწყების უფლებამოსილებას ართმევს და ნეთანიაჰუს ციხეში ჩასმა მოითხოვეს.

ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება შეიცავს „ბიზნესმენებიდან თანხის მიღების, ერთ-ერთ მედიის მეპატრონესთან მის სასარგებლოდ მაუწყებლობის განხორციელებისათვის  გარიგებისა და გერმანიიდან შეძენილი წყალქვეშა გემების საკითხში კორუფციის“ ბრალდებებს.

კორუფციის გამოძიების ფარგლებში ჩვენება ჩამოართვეს ასევე ნეთანიაჰუს მეუღლე სარა ნეთანიაჰუსაც.

ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ბრალდებებს უარყოფს და პარტია ლუკუდს მთავრობის ჩამოგდების მცდელობაში ადანაშაულებს.

ისრაელში „სირცხვილის მსვლელობის“ სახელით გასულ კვირაში სამი აქცია გაიმართა.

იმ შემთხვევაში, თუ ნეთანიაჰუს კორუფციის თაობაზე ბრალდებები დაუდასტურდება,  შესაძლოა იძულებული გახდეს თანამდებობა დატოვოს.  


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #საპროტესტო აქცია

მსგავსი ინფორმაციები