მიწისძვრა ინდონეზიაში

დაიღუპა 2 კაცი

869508
მიწისძვრა ინდონეზიაში

ინდონეზიიდან მიღებული ცნობებით, კუნძულ იავაზე რიხტერის შკალით 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო აშშ-ს გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით კი ამ მიწისძვრის სიძლიერე 6,5 მაგნიტუდით დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 2 კაცი დაიღუპა, ამის პარალელურად რეგიონში 40 ნაგებობა მთლიანად ჩამოინგრა, სამოცამდე შენობამ კი სერიოზული დაზიანება მიიღო და მათ შორის 1 საავადმყოფოც არის, რის გამოც მასში მყოფების ევაკუაცია მოახდინეს. ინდონეზიური მასმედია იტყობინება, რომ მიწისძვრა დედაქალაქ ჯაკარტაშიც იგრძნობოდა, თუმცა მას რაიმე ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია  



მსგავსი ინფორმაციები