შეტაკება ქაშმირში

დაიღუპა 4 კაცი

861733
შეტაკება ქაშმირში

 

ინდოეთში შემავალ გამმუ ქაშმირის რეგიონში, ინდოეთის ჯარისკაცებსა და მეამბოხეებს შორის წარმოქმნილ შეტაკებას სამი მეამბოხე და ერთი ინდოელი ჯარისკაცი ემსხვერპლნენ, 1 მეამბოხე კი დაიჭრა.

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მეამბოხეები, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კალგალდის რაიონში თავს დაესხნენ ინდოეთის ჯარის სამხედრო კოლონას.

ქაშმირი ინდოეთსა და პაკისტანს შორის მდებარეობს, მისი მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმანები წარმოადგენენ და 1947 წლის აქეთ, ე.ი. ამ ორივე ქვეყნის მხრიდან ინგლისისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ინდოეთიც და პაკისტანიც ქაშმირზე პრეტენზიას აცხადებენ რა, აქ ხშირად ხდება შეტაკებები.

1989 წლიდან დაწყებული ქაშმირელი მეამბოხეები ამ რეგიონის ან პაკისტანთან მიერთებას, ან დამოუკიდებლობას მოითხოვენ და დღემდე კონფლიქტს 70 ათასამდე ადამიანი შეეწირა  



მსგავსი ინფორმაციები