პედაგოგების აქცია მაროკოში

პედაგოგების აქცია მაროკოში

860569
პედაგოგების აქცია მაროკოში

მაროკოში პედაგოგთა პროფკავშირებმა, მაწვალებლების მიმართ  განხორციელებული ძალადობის საწინააღმდეგოდ აქცია გამართეს. განათლების ეროვნული კავშირის და ეროვნული საგანმანათლებლო კავშირების პროფკავშირების ეგიდით დედაქალაქ, რაბათში გამართულ აქციაზე ასობით მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. მათ მსვლელობა,  დედაქალაქის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე გამართეს. პედაგოგები აქციაზე „არა ძალადობას სკოლაში“, „პატივისცემა მასწავლებლებს“ და „ჯერ პატივი“ წარწერებიან ტრანსფარანტებით გამოვიდნენ. განათლების ეროვნული კავშირის გენერალურმა მდივნმა, აბდულილაჰ დაჰმანმა აქციაზე განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა: „ძალადობა არ არის სკოლების მიერ წარმოებული ფენომენი, ძალადობა არის სოციალური მდგომარეობა და სახელმწიფო პასუხისმგებელია აღკვეთოს იგი. სახელმწიფოს კი  საზოგადოებაში და სკოლებში ძალადობის აღკვეთის პროგრამა არ გააჩნია.“ მან ასევე დასძინა, რომ მთავრობა ვალდებულია საზოგადოებასა და სკოლებში ძალადობის აღმკვეთი პროგრამები შეიმუშაოს. მაროკოში პედაგოგების მიმართ გახშირებული ძალადობის გამო პროფკავშირების მოწოდებით  გასულ  თვეში, მათ ერთ დღიანი  გაფიცვა მოაწყვეს.



მსგავსი ინფორმაციები