გერმანიაში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში, საფრანგეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ზაარბრიუკენში, საცხოვრებელ კორპუსში წარმოქმნილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა

860654
გერმანიაში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში, საფრანგეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ზაარბრიუკენში, საცხოვრებელ კორპუსში წარმოქმნილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის დანიელ როსკოსის განცხადებით, 5 სართულიან კორპუსში, სადაც 57 ადამიანი იმყოფებოდა, დაუდგენელი მიზეზების გამო გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

როსკოსის განცხადებით, ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა, მესამე სართულამდე ააღწია და ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში 100-ზე მეტი სახანძრო ჯგუფი იღებდა მონაწილეობას.

მისივე განცხადებით, რეგიონში ბევრი პოლიციელი იმყოფება და ტარდება მოკვლევა რათა დადგინდეს არიან თუ არა ხანძრის შედეგად სხვადა დაღუპულებიც.


საკვანძო სიტყვები: #გერმანია , #ხანზარი

მსგავსი ინფორმაციები