ათენში დაკავებულები დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგებიან

ათენის პოლიციამ DHKP-C-ს საწინააღმდეგოდ ჩატარებული ოპერაციის დროს 9 თურქი დააკავა

857582
ათენში დაკავებულები დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგებიან

გუშინ, საბერძნეთის დედაქალაქ, ათენში ტერ ორგანიზაცია DHKP-C-ს საწინააღმდეგოდ ჩატარებული ოპერაციის დროს  დაკავებული 9 თურქეთის მოქალაქე დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. საბერძნეთის პოლიციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ათენში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს  8 მამაკაცი და  ერთი  ქალი იქნა დაკავებული. პოლიციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი 2013 წელს კუნძულ საქიზიდან  (ჩიოსი) თურქეთში გასაბერი ნავით დიდი ოდენობის იარაღის შეტანის ბრალდებით იძებნებოდა. ოპერაციის დროს  დაკავებულების ბინებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად  გამოსაყენებელი მასალა,  CZ ბრენდის იარაღი,   და კომპიუტერები  იქნა ამოღებული.



მსგავსი ინფორმაციები