აშშ-ი თურქეთში პრესტიჟს კარგავს

თეთრი სახლის და პენტაგონის განცხადებები ერთმანეთისას არ ემთხვევა

856897
აშშ-ი თურქეთში პრესტიჟს კარგავს

მართალია აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სირიის ქალაქ რაკკის დეაშელებისგან განთავისუფლების კვალდაკვალ  ანკარას შეჰპირდა, რომ სირიაში მოქმედ ქურთულ შეიარაღებულ დაჯგუფება PYD/YPG-ს, რომელსაც ანკარა პკკ-ას სირიულ განშტოებად და ამდენად ტერორისტულად სცნობს, სამხედრო დახმარებებს აღარ მიაწვდის, მაგრამ, ამ თემაზე ვაშინგტონიდან განსხვავებული შინაარსის განცხადებები ვრცელდება.

როგორც აღნიშნა პენტაგონის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების წარმომადგენელმა ერიკ პაჰონმა, DEAŞ-ის დამარცხებისათვის მათ ქურთ პარტნიორებს განსაზღვრული ოდენობით სამხედრო დახმარებები მიაწოდეს და ახლა, როცა რაკკა განთავისუფლებულია ტერორისტებისგან, ამ დახმარებებში კორექტირებას შეიტანენ, თუმცა თანამშრომლობას მათთან მომავალშიც გააგრძელებენ.

პენტაგონის პრეს წარმომადგენლის, პოლკოვნიკ რობ მანნინგის თქმითაც ახლიდან გადახედავენ ქურთებისადმი სამხედრო დახმარების საკითხს, რადგან, რაკკა უკვე აღარ არის ტერორისტების კონტროლ ქვეშ.  “ჩვენ ამასთან ერთად ნათლად გამოვხატეთ ჩვენი ვალდებულება თურქეთის, როგორც ნატოში ჩვენი მოკავშირის დაცვაზეც“, განაცხადა მანნინგმა.

თეთრი სახლის პრეს წარმომადგენელმა სარაჰ სანდერსმაც შეაფასა ყოველდღიურ პრეს კონფერენციაზე PYD/YPG-სადმი სამხედრო დახმარების საკითხი და თქვა, რომ დეაშის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა დაჯგუფებებს მართლაც უწევდნენ პირდაპირ დახმარებებს და ახლა მათ ნელ ნელა შეუმცირებენ ასეთ დახმარებებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად შეაჩერებენ მათდამი დახმარებებს.

ორ მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანას, აშშ-თურქეთს შორის მიმდინარე წლის მაისში დაიწყო დაძაბულობა, როცა ამერიკამ   PKK/PYD-სადმი სამხედრო დახმარება დაიწყო და ამ თვემდე 4 ათასამდე ტრაილერით სავსე სამხედრო იარაღი, მათ შორის ასეულობით მძიმე ტექნიკა მიაწოდა მათ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ანკარა



მსგავსი ინფორმაციები