გერმანიაში კოალიციური მთავრობა ვერ იქმნება

მერკელმა ვადამდელი არჩევნები მოითხოვა

851594
გერმანიაში კოალიციური მთავრობა ვერ იქმნება

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მონაწილეობა მიიღო ამ ქვეყნის პირველ სატელევიზიო არხ ARD-ს პოლიტიკურ პროგრამა "Brennpunkt"-ში და თქვა, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის მიზნით წარმოებული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და ამიტომ, ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა, რის თაობაზეც საბოლოო დადგენილებას პრეზიდენტი ვალტერ შტაინმაიერი, მასთან და სხვა პარტიების ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ  მიიღებს.

მისივე თქმით, იგი არც უმცირესობის მთავრობის შექმნას გეგმავს, თუმცა შეხედავენ მიმდინარე მოვლენებს და შექმნილ მდგომარეობას, რადგან, არასოდეს არაფერზე არ სურს უარის თქმა.

“მე ამჯერად ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ვადამდელი არჩევნები უფრო უკეთესი გამოსავალი იქნება", განაცხადა კანცლერმა.

ამის საპასუხოდ სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) თავჯდომარემ მარტინ შულცმა განაცხადა, რომ არ გაურბიან ვადამდელ არჩევნებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ, პრეზიდენტთან პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოაცხადებს.

თუ შულცი უარს იტყვის კოალიციურ მთავრობაზე, მაშინ, გერმანია, 70 წლის შემდეგ პირველად წავა ვადამდელ არჩევნებზე.

პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა  კი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მოუწოდათ, ყველამ თავისი პასუხისმგებლობა აიღოს ახალი კოალიციის შექმნისთვის.



მსგავსი ინფორმაციები