მაროკოში 15 ქალი დაიღუპა
მაროკოში 15 ქალი დაიღუპა
850699
მაროკოში ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებისას მომხდარი ჭყლეტის დროს 15 ქალი დაიღუპა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სუვეირას პროვინციის, აბუ ელ-ალემის რაიონში ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის მხრიდან დარიგებული დახმარების დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად 15 ქალი დაიღუპა და 15 მძიმედ დაშავდა. საქველმოქმედო ღონისძიებას ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაცია ახორციელებდა. მომხდარის შემდეგ დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.