კატალონიის მეამბოხე ლიდერები პირობითად გაანთავისუფლეს

ისინი ჯერ ჯერობით ვერ დატოვებენ ბელგიის ტერიტორიას

841409
კატალონიის მეამბოხე ლიდერები პირობითად გაანთავისუფლეს

ესპანეთში შემავალი კატალონიის ავტონომიური რეგიონის ყოფილი ლიდერი კარლოს პუიგდემონტი და მისი კაბინეტის წევრი კიდევ 4 მინისტრი, რომლებიც ბელგიაში დაკავებულ იყვნენ, პირობით გაანთავისუფლეს.

როგორც განაცხადეს ბელგიის ფედერალური პროკურატურის ოფისიდან, გამომძიებელმა მოსამართლემ კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლოს პუიგდემონტის და მასთან ერთად დაკავებული 4 მინისტრის დაკითხვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისინი პირობითად გაათავისუფლოს.

ამავე განცხადებით, ამ პირობითი გათავისუფლებით, ხსენებული პირები ვერ დატოვებენ ბელგიას, იცხოვრობენ ფიქსირებულ მისამართზე და სასამართლოს ან პოლიციის ორგანოების გამოძახების შემთხვევაში აუცილებლად გამოცხადდებიან შესაბამის ორგანოში.

როგორც ცნობილია, პუიგდემონტმა და მისი კაბინეტის ოთხმა წევრმა რამდენიმე დღის წინ ესპანეთი დატოვეს.

თუმცა, ოფიციალურმა მადრიდმა მთელი ევროპის მასშტაბით მათზე ძებნა გამოაცხადა და ბელგიაში ჩასული კატალონიელები ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დააკავეს



მსგავსი ინფორმაციები