ტილერსონი ქაბულიდან ისლამაბადს გადავიდა

იგი პაკისტანის პრემიერმა მიიღო

833880
ტილერსონი ქაბულიდან ისლამაბადს გადავიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, ქაბულში შეხვედრების დასრულების შემდეგ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გადაინაცვლა, სადაც მას პირისპირი შეხვედრა მოუწყო ამ ქვეყნის პრემიერმინისტრმა შაჰიდ ჰაქან აბბასმა და ამ შეხვედრამ, რომელსაც რამდენიმე პაკისტანელი მინისტრიც ესწრებოდა, დახურულ კარს მიღმა ჩაიარა.

დიპლომატიური წყაროების მიხედვით, შეხვედრაზე ტერორიზმთან ბრძოლას, ორმხრივ ურთიერთობებს და სხვა რეგიონალურ საკითხებს  შეეხნენ.

ერთ ერთი პაკისტანელი მაღალჩინოსნის თქმით კი, ტილერსონს ისლამაბადის აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს რიგითი მაღალჩინოსანი დახვდა, ე.ი. ამერიკელ სტუმარს “ცივი“ შეხვედრა მოუწყვეს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაცივდა, რაც ტრამპმა პაკისტანი ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა. ისლამაბადმა კი უარყო რა ეს ბრალდება, პირიქით, ვაშინგტონი რადიკალისტების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების დროს, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლაში დაადანაშაულა



მსგავსი ინფორმაციები