აშშ-ის გენ-შტაბის უფროსი, ოჯალანის პლაკატი

ჟოზეფ დონფორდმა დაგმო ქალაქ რაკკაში, ტერორისტების ლიდერის აბდულა ოჯალანის პლაკატის გამოკიდება

834011
აშშ-ის გენ-შტაბის უფროსი, ოჯალანის პლაკატი

აშშ-ის გენ-შტაბის უფროსმა ჟოზეფ დონფორდმა დაგმო სეპარატისტული ტერ-ორგანიზაციის PYD/PKK-ს, სირიის ქალაქ რაკკაში, ტერორისტების ლიდერის აბდულა ოჯალანის პლაკატის გამოკიდება  და აღნიშნა, რომ  თურქ მოკავშირეებს მხარში უდგანან ტერორიზმის საკითხში.  დონფორდმა, აშშ-ის, დეაშთან ბრძოლის საკითხში სპეციალურ წარმომადგენელ ბრედ მაკკურკთან ერთად, ვირჯინიას შტატის ფორდ ბელვოირის სამხედრო ბაზაში, უმასპინძლა „ძალადობრივი პროსტიტუციის ულტრა რეაქციული ორგანიზაციების წინააღმდეგ მებრძოლ გენ-შტაბის უფროსების კონფერენციას“. შემდეგ კი, ჟურნალისტების კითხვის პასუხად  აღნიშნა, რომ რაკკა აღებულ იქნა ამერიკელი ხალხის მილიონობით დოლარის  და ამერიკელი სამხედროების დახმარებით, მაგრამ YPG-მ იგი ოჯალანს მიაწერა.  

ჟურნალისტის კითხვას:- „პენტაგონი გამოთქვამს იდეას, რომ YPG-მ რაკკა აიღო პკკას და ოჯალანის იდეოლოგიის შედეგად. თქვენც ასე მიიჩნევთ? დონფორდის პასუხი:-“პკკას ვგმობთ როგორც ტერ-ორგანიზაციას და ამ საკითხში მხარს ვუჭერთ თურქ მოკავშირეებს“.

მაკკურკმა კი, რაკკაში, ოჯალანის პლაკატის გამოკიდების შესახებ ვიდეო გადაცემაში, კითხვას:-რაკკას აღების ოჯალანთან დაკავშირების თაობაზე ესაუბრეთ ოჯალანს? ან ამ საკითხთან დაკავშირებით რას მოიმოქმედებთ? ვერაფერი უპასუხა. მაკკურკმა, რომელსაც კონტაქტები გააჩნია ტერ-ორგანიზაცია PYD/PKK-თან და რომელიც სირიაში, PYD/PKK-ს ბანაკების მონახულების დროს ვიდეოთი იყო ნაჩვენები, აღნიშნა, რომ როგორც გენ-შტაბის უფროსმა თქვა, რაც სათქმელი გვქონდა უკვე ვთქვით და სხვა აღარაფერი გვაქვს სათქმელი.



მსგავსი ინფორმაციები