ჰონსიუზე ტაიფუნი მძვინვარებს

დაიღუპა 5, დაშავდა 17 კაცი

832474
ჰონსიუზე ტაიფუნი მძვინვარებს

იაპონური საინფორმაციო სააგენტო კიოდო იტყობინება, რომ კუნძულ ჰონსიუზე  ლანის სახელწოდების ტაიფუნი მძვინვარებს, რასაც უკვე 5 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა.

ამავე ცნობით კუნძულზე საჰაერო ფრენებიც შეწყდა და მატარებლების მოძრაობაც დროებით შეჩერდა.

ხელისუფლებამ დატბორვისა და მეწყერის რისკის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილა.

ამ დროს Toyota Motor-მა გამოაცხადა, რომ ტაიფუნის საფრთხის გამო იაპონიაში მოქმედ ქარხნებში წარმოებას დროებით შეაჩერებენ



მსგავსი ინფორმაციები